არველაძემ „დინამოს“ აკადემიაში მასტერკლასი გამართა - ეს ისეთი ასაკია, როდესაც ფეხბურთელი გისმენს #1TVSPORT
არველაძემ „დინამოს“ აკადემიაში მასტერკლასი გამართა - ეს ისეთი ასაკია, როდესაც ფეხბურთელი გისმენს #1TVSPORT

შოთა არველაძე „დინამო თბილისის“ აკადემიას ესტუმრა და 17-წლამდელთა გუნდში მასტერკლასი გამართა.

მსგავსი პრაქტიკა ცნობილ კლუბებში მიღებულია, რომლის მიზანია, რომ ცნობილმა ვარსკვლავებმა ბავშვებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარონ, შეცდომებზე მიუთითონ და მნიშვნელოვანი რჩევები მისცენ.

შოთა არველაძემ საკლუბო კარიერა სწორედ თბილისის „დინამოში“ დაიწყო და სახელი ამ გუნდში გამოსვლით გაითქვა. არველაძემ „დინამოსთან“ ერთად ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი.

„ცხრა თვეა, რაც (უზბეკეთიდან) წამოვედი და არ ვმუშაობ – მოედანი მონატრებულიც მქონდა. მერე – ასეთ სიამოვნებას იშვიათად იღებ. ეს ისეთი ასაკია, როდესაც ფეხბურთელი უკვე რაღაცებზე ფიქრს იწყებს და გისმენს. ფეხბურთელი რაც უფრო ყალიბდება, ნაკლებად გისმენს. რაც უფრო მეტს მუშაობ, შედეგს უფრო ხედავს. 15, 16 და 17 წელი ფეხბურთელისთვის სანაკრებო ასაკია. ფლობენ შესაძლებლობას, სულ წინ იარონ“, – ამბობს შოთა არველაძე.

შოთა არველაძე ევროპაში გაიცნეს ისეთ ცნობილ კლუბებში გამოსვლით, როგორებიც არიან „ტრაბზონსფორი“, „აიაქსი“, გლაზგოს „რეინჯერსი“ და „ალკმაარი“. „დინამოში“, „ტრაბზონსპორსა“ და „აიაქსი“ არველაძე ერთხელ მაინც გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი, ხოლო 1995-96 წლების სეზონში თურქეთის სუპერლიგის ბომბარდირის ჯილდო მიიღო. არველაძე იმ დროს იყო მეორე არათურქი ფეხბურთელი, ვინც ეს წოდება მოიპოვა.

შოთა არველაძე უეფა-ს თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო საქართველოს ნაკრებში გატანილი 26 გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.