თურქული გამოცემა - შოთა არველაძეს „ჰალ სიტიში“ იწვევენ #1TVSPORT
თურქული გამოცემა - შოთა არველაძეს „ჰალ სიტიში“ იწვევენ #1TVSPORT

შოთა არველაძეს ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალ სიტიში“ იწვევენ – ინფორმაციას თურქული გამოცემა „ფანატიკი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თურქი ბიზნესმენი აჯუნ ილიჯალი „ჰალი სიტის“ შესაძენად ემზადება.

აჯუნ ილიალის ინგლისში „ტრაბზონსპორის“ ლეგენდა შოთა არველაძე მწვრთნელად მიჰყავს. ცოტა ხნის წინ „ჰალ სიტიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს კლუბის გაყიდვასთან დაკავსირებით. ითვლება, რომ მას შემდეგ, რაც აჯუნ ილიჯალი კლუბს ჩაიბარებს, გუნდში შოთა არველაძეს მიიყვანს. ბოლოს შოთამ უზბეკეთის „პახტაკორში“ 3 სეზონი იმუშავა და ბევრ წარმატებას მიაღწია“, – წერს „ფანატიკი“.

48 წლის ქართველი მწვრთნელი უზბეკეთამდეკასიმფაშაში“, „კაისერისპორსა“ და „ტრაბზონსპორში“ მუშაობდა. ამასობაში აჯუნ ილიჯალიტრაბზონსფორისა“ და „ფენერბაჰჩეს“ მატჩის საყურებლად ტრაბზონში ჩავიდა, მასთან ერთად შოთა არველაძე იმყოფებოდა.

შოთა არველაძე #ტაიმაუტი