შოთა არველაძე - ეს ჩვენი საუკეთესო შეხვედრა იყო #1TVSPORT
შოთა არველაძე - ეს ჩვენი საუკეთესო შეხვედრა იყო #1TVSPORT

შოთა არველაძემ შეაფასა ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ჰალ სიტიმ” სტუმრად „ქოვენთრი“ 2:0 დაამარცხა. ქართველი სპეციალისტი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ გუნდმა მისი მუშაობის პერიოდში ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან „ქოვენთრი“ კარგი გუნდია და კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამიტომ ვარ ძალიან კმაყოფილი. მიხარია თამაშის ხილვა, თუ როგორი შეუჩერებელია გუნდი პირველიდან ბოლო წუთამდე. სასიამოვნოა იმის დანახვა, როდესაც გუნდი პასუხობს რთულ გამოწვევებს. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მომენტებს ვქმნით, მეორე ტაიმი თავს კარგად ვიცავდით. ეს ჩემი მოსვლის შემდეგ მთავარი თამაში იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ და მატჩი საუკეთესოდაც ჩავატარეთ“, – განაცხადა არველაძემ.

ქართველმა მწვრთნელმა კაპიტანი რიჩი სმოლვუდი თამაშზე და თანაგუნდელებზე გავლენის გამო შეაქო.

„რიჩი ძალიან მნიშვნელოვანია მოედანზე, ის არის ადამიანი, რომელიც კარგად აწყობს გუნდს. ის ერთგვარი მწვრთნელია მოედანზე. დაცვასა და შეტევაში გამოუცდელ ბიჭებს კარგად ეხმარება და ხელმძღვანელობს. ის ამას ყველა თამაშში აკეთებს“.

მატჩის ბოლოს არბიტრმა „ქოვენთრის“ გოლი არ ჩაუთვალა, მეტოქე კი თვლიდა, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა. არველაძემ კომენტარი ამაზეც გააკეთა.

„მსაჯები მართლები იყვნენ, გოლი რომ არ ჩათვალეს. გარდა ამისა, ვიდეორეფერიმაც დააფიქსირა, რომ გოლი არ იყო“.

ჰალ სიტიმ“ არველაძის ხელმძღვანელობით გასვლაზე მეორე მოგება იზეიმა და ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა გასვლაზე წაუგებელი თამაშების სერია ხუთ მატჩამდე გაახანგრძლივა.