ლას ვეგასის „აპექსის“ შენობაში დღეს ძალიან საინტერესო ქარდი შედგა. ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა შონ ომალიმ.
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) დაუმარცხებელი ათლეტი ვეტერან ედი ვაინლენდს დაუპირისპირდა და ეფექტურით ნოკაუტით პირველივე რაუნდში გაიმარჯვა.
„მე ნამდვილად მჯერა, რომ შერეულ ორთაბრძოლებში საუკეთესო დარტყმით ტექნიკას ვფლობ. მიხარია, რომ დღეს ნოკაუტით გავიმარჯვე. მოგზაურობა გრძელდება“, – თქვა შონ ო ომალიმ.
ო მალისთვის ეს UFC-ის ოქტაგონზე რიგით მე-4 გამარჯვება იყო. 2020 წელს მან ორი ბრძოლა გამართა. მისი რეკორდი 12-0-ზეა.