შევჩენკო - ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ და მომავალი მატჩისთვის მოვემზადოთ #1TVSPORT
უკრაინის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე შევჩენკომ მისი გუნდის ნიდერლანდებთან დრამატული მარცხის შემდეგ (2:3) კომენტარი გააკეთა.
„მთელი მატჩი ვიბრძოდით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა მოვიდა დრო, რომ ძალები აღვიდგინოთ და მომავალი შეხვედრებისთვის მოვემზადოთ“, – დაწერა ანდრეი შევჩენკომ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
C ჯგუფში თითო მოგებით ნიდერლანდები და ავსტრია ლიდერობენ, უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონის კი ნული ქულა აქვთ.
მომდევნო შეხვედრას უკრაინის ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ 17 ივნისს გამართავს, ნიდერლანდები კი ავსტრიას შეხვდება.