შერმადინის დაფარება ესპანეთის სუპერთასის საუკეთესო მომენტად აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

22:48, 13.09.2021

ესპანეთის სუპერთასი მადრიდის „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. დედაქალაქელებმა ფინალში „ბარსელონას“ 88:83 სძლიეს.

დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ „ბარსას“ დაპირისპირებოდა გიორგი შერმადინის „ტენერიფე“, რომელმაც ნახევარფინალში „რეალთან“ ბოლო წამებზე 70:72 დათმო.

გიორგი შერმადინი ორივე გუნდში საუკეთესო იყო – 21 ქულა ჩააგდო.

სუპერთასის გათამაშების დასრულების შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა საუკეთესო ათი მომენტი შეკრიბა. პირველ ადგილზე გიორგი შერმადინის დაფარება გავიდა. იხილეთ ვიდეო და დარწმუნდებით, რომ ეს მომენტი საუკეთესოობას ნამდვილად იმსახურებდა.

მსგავსი