შერმადინის 8 ქულა და მარცხი ვილნიუსში – ლიეტუვოს რიტასთან
შერმადინის 8 ქულა და მარცხი ვილნიუსში – ლიეტუვოს რიტასთან

გიორგი შერმადინის ესპანური გუნდი „უნიკახა“ ევროთასის გათამაშებაში ჩაერთო. მალაგელები წინა სეზონში ევროლიგაში თამაშობდნენ, თუმცა წლევანდელ გათამაშებაში ადგილი ვერ მოიპოვეს და ULEB-ის მიერ გამართული ტურნირებიდან რანგით მეორე გათამაშებაში – ევროთასში ასპარეზობენ.

აღნიშნული ტურნირის სასტარტო ტურში „უნიკხამ“ ვილშნიუსში – „ლიეტუვას რიტასთან“ ითამაშა და შეხვედრა 8 ქულით – 80:72 წააგო. ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:35 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კიოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა და ის ესპანური გუნდის რიგებში მხოლოდ ფრანგ ცენტრ მატიას ლესორს (16) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ „უნიკახა“ ევროთასის D ჯგუფშია. მასთან ერთად ჯგუფში თამაშობენ მონტენეგროს „მორნარი“, გერმანიის „სკაილაინერსი“, იტალიის „ტურინი“, რუსეთის „უნიქსი“ და ლიეტუვის „რიტასი“.

„უნიკახას“ D ჯგუფში მომდევნო შეხვედრა 9 ოქტომბერს ელის, როდესაც ფრანკფურტის „სკაილაინერსს“ უმასპინძლებს.

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია – GBF.GE