შერმადინი რუსეთში ერთდღიანი დაყოვნების შემდეგ შეუშვეს #1TVSPORT
შერმადინი რუსეთში ერთდღიანი დაყოვნების შემდეგ შეუშვეს #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ რუსეთში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის სათამაშოდ ჩავიდა, თუმცა იგი რუსეთის ვიზის არქონის გამო საზღვარზე არ შეუშვეს. ერთდღიანი შეყოვნების შემდეგ იგი ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტიდან, დღეს, დაახლოებით 19:00 საათისთვის გავიდა და თანაგუნდელებს შეუერთდა.

შერმადინმა ღამე აეროპორტში გაატარა და ელოდებოდა სავიზო პრობლემის მოგვარებას, რომელიც გვარიანი დაგვიანებით, თუმცა მაინც მოგვარდა. შერმადინს აქვს ესპანეთის რეზიდენტის მოწმობა, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში დაუბრკოლებლად მოგზაურობს, თუმცა რუსეთში ამ საბუთმა არ გაჭრა და მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ვიზა მოსთხოვეს.

შერმადინის პრობლემის შესახებ საკალათბურთო საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც გიორგის ბრაზილიელმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა ინსტაგრამზე დადო ფოტო სკამის გამოსახულებით და მინაწერით – ამ სკამზე, აეროპორტში გაათენა ღამე ჩვენი გუნდის საუკეთესო კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო რვა გუნდი ფინალურ ეტაპს ნიჟნი ნოვგოროდში ჩაატარებს. მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ტენერიფეს“ მეტოქე 6 მაისს ფრანგული „სტრასბური“ იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც შერმადინის გუნდი ნახევარფინალში ესპანურ „ბურგოსსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ჰოლონს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. „ბურგოსის“ ღირსებას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, თად მაკფადენი იცავს.

gbf.ge