შერმადინი და ბურჯანაძე ერთმანეთს მეორედაც დაუპირისპირდნენ – ბექამ მოიგო, გიორგი ბომბარდირი გახდა (ვიდეო)

22:34, 29.08.2020

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის გუნდები აქტიურ მზადებას შეუდგნენ. ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ამჯერადაც გიორგი შერმადინის „ტენერიფესთან“. თუ პირველი შეხვედრა ტენერიფელთა გამარჯვებით დასრულდა, მეორეში „გრან კანარიამ“ 76:73 იყოჩაღა.

წარმატებაში 11-ქულიანი წვლილი შეიტანა ბექა ბურჯანაძემ. მის გუნდში მეტი მხოლოდ მეტ კოსტელოს ჰქონდა – 12 ქულა.

მასპინძელთა რიგებში ბომბარდირობა არავის დაუთმო გიორგი შერმადინმა. მან მატჩი 16 ქულით დაასრულა.

ნამატჩევს მისი კომენტარი ასეთი იყო:

„ნებისმიერი ასეთი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. გვეხმარება ფორმაში შესვლასა და სათამაშო სქემების დახვეწაში. სასიამოვნოა, რომ საწყის ტესტებში „გრან კანარიას“ სახით სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს. ეს კიდევ უფრო დაგვეხმარება სეზონისთვის სრულყოფილად მომზადებაში“.

მსგავსი