შენგელიას 18 ქულა ტალინში - ქართველმა ბომბარდირობა არავის დაუთმო #1TVSPORT
შენგელიას 18 ქულა ტალინში - ქართველმა ბომბარდირობა არავის დაუთმო #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა. მოსკოველები ესტონეთის დედაქალაქ ტალინს ესტუმრნენ და რთულ ბრძოლაში გაიმარჯვეს. საფინალო ანგარიშია – 94:72. 

თავიდან ცსკა-ს მართლაც გაუჭირდა – ტალინელები შეტევაში კარგად გამოიყურებოდნენ და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, თუმცა შენგელიას გუნდმა განსაკუთრებით კარგად მეოთხე პერიოდი ჩაატარა, 27:9 მოიგო და თამაშის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტა.

თორნიკე 18 ქულით ცსკა-ს ბომბარდირი გახდა. მან 19 წუთში 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი, 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება გაიფორმა. თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა.

19 ტურის შემდეგ 14 მოგებით ცსკა ვითიბი ლიგაზე მე-3 პოზიციაზეა.