შენგელიას 12 ქულა „ბარსელონასთან“ წაგებულ მატჩში
შენგელიას 12 ქულა „ბარსელონასთან“ წაგებულ მატჩში

ესპანეთის „ლიგა ენდესაში“ გრძელდება ფინალური ეტაპი. გუშინ, მორიგი შეხვედრები გაიმართა. სეზონის განახლების შემდეგ პირველი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიული გუნდი „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით 75-81 წააგო.

თორნიკე შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 31:43 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბასკონია“ ორი მოგებითა და ერთი მარცხით ჯგუფში მეორე ადგილზეა და ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. 23 ივნისს ვიტორიული გუნდი „უნიკახას“ შეხვდება, 25 ივნისს კი „ხუვენტუტთან“ ითამაშებს.