შენ ჯოკოვიჩზე უკეთესი ხარ - კირგიოსმა და მარეიმ ინსტაგრამზე ილაპარაკეს
შენ ჯოკოვიჩზე უკეთესი ხარ - კირგიოსმა და მარეიმ ინსტაგრამზე ილაპარაკეს

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირგიოსმა ინსტაგრამზე ერთობლივი ეთერი გამართა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, ბრიტანელ ენდი მარეისთან.

საუბრის დროს, ნიკმა ახსნა, რატომ მიაჩნია მარეი უფრო ძლიერ მოთამაშედ, ვიდრე ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი ან როჯერ ფედერერი.

„შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ. ჩემნაირი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ჯოკოვიჩი, ნადალი და ფედერერი საინტერესო არ არის. მიმიფურთხებია მათთვის. უბრალო ადამიანებს შენ უყვარხარ. შენ ლეგენდა ხარ. შენ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კარიერა უნდა გქონოდა. არ მინდა რაიმე სკანდალურის თქმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯოკოვიჩზე უკეთესი ხარ. სოციალურ ქსელებში წერენ: „ჯოკოვიჩმა ამდენი და ამდენი „დიდი სლემი“ მოიგო“, მაგრამ ჯოკოვიჩი ემალებოდა ჩემს ჩაწოდებას, შენ კი მას უშიშრად ხვდებოდი და იგერიებდი“, – თქვა კირგიოსმა.

„ჰო, მაგრამ შედეგები სხვა რამეზე ლაპარაკობს“, – უპასუხა ავსტრალიელს მარეიმ.

„მაგრამ ჭკვიანმა ადამიანებმა კარგად იციან ყველაფერი. ჯოკოვიჩი ჩემთან ბოლო ორ მატჩში ჩემს მოწოდებას გაურბოდა, შენ კი მას ლომივით ხვდებოდი. ენდი, შენ „დიდ სამეულზე“ უკეთესი ხარ. თუნდაც ამ სიტყვების შემდეგ, ტვიტერზე ყველამ დამცინოს, მე ამის მჯერა. შენ მართლა ჯოკოვიჩზე უკეთესი ხარ“, – განაცხადა ნიკმა.

ამის შემდეგ, კირგიოსმა თანამოსაუბრეს წყვილებში ერთად თამაში შესთავაზა.

„მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარგად მოიქცევი“, – უპასუხა მარეიმ.

ეთერის ბოლოს, კირიგოსს ხელში ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა. მან აღიარა, რომ კარანტინის დროს, სულ უფრო მეტად ეძალებოდა ძლიერ სასმელებს.

„კარანტინის დროს, წითელი ღვინის მიმართ ჩემი ცოდნა და ინტერესი ძალიან გაიზარდა“, – თქვა კირგიოსმა.

ოფიციალური საჩოგბურთო ტურნირების ჩატარება 31 ივლისამდეა აკრძალული.