შეი გილჯეს-ალექსანდერი MVP-ის პრიზისთვის ბრძოლის მთავარი ფავორიტია #1TVSPORT
შეი გილჯეს-ალექსანდერი MVP-ის პრიზისთვის ბრძოლის მთავარი ფავორიტია #1TVSPORT

ტელეკომპანია ESPN-მა გამოაქვეყნა მიმდინარე სეზონში ბოლო გამოკითხვის შედეგები, რომელსაც უნდა გამოევლინა NBA-ის სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) პრიზზე მთავარი ფავორიტები.

გამოკითხვის შედეგად „ოკლაჰომას“ მცველს შეი გილჯეს-ალექსანდერს კომფორტული უპირატესობა აქვს „დენვერ ნაგეტსის“ ცენტრზე ნიკოლა იოკიჩზე. გილჯეს-ალექსანდერმა 100 შესაძლებლიდან 77 პირველი ადგილი მიიღო, დანარჩენი 23 კი იოკიჩს ერგო.

MVP-ის პრიზისთვის ბრძოლის ფავორიტთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა) – 931 ქულა
  2. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) – 769
  3. იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი) – 381
  4. ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი) – 363
  5. დონოვან მიტჩელი (კლივლენდი) – 93
  6. ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი) – 21
  7. კეიდ კანინგემი (დეტროიტი) – 12
  8. ენტონი ედვარდსი (მინესოტა) – 7
  9. ჯეილენ ბრანსონი (ნიუ იორკი) – 7
  10. კარლ-ენტონი თაუნსი (ნიუ იორკი) – 6

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ სეზონში ESPN-ის დასკვნითი გამოკითხვის ლიდერი საბოლოოდ MVP-ის პრიზის მფლობელი ხდებოდა.