შავდათუაშვილის პირველი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე [ვიდეო] #1TVSPORT

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი ასპარეზობს – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და მარიამ ჭანტურია(70კგ). 

ლაშა შავდათუაშვილი ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მოლდოველი პეტრუ პელივანი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. მარიამ ჭანტურია ასპარეზობას 1/8 ფინალიდან დაიწყებს და იგი ნიდერლანდელ კიმ პოლინგემს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი