შარლ მიშელმა ბელარუსის საკითხზე ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა
Charles Michel, Belgium's prime minister and president-elect of the European Council, speaks during a news conference following a European Union (EU) leaders summit in Brussels, Belgium, on Tuesday, July 2, 2019. Christine Lagarde is set to swap the helm of the International Monetary Fund for that of the European Central Bank, becoming the first woman to run euro-area monetary policy just as the bloc’s economy looks in need of fresh stimulus. Photographer: Geert Vanden Wijngaert/Bloomberg
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ ბელარუსში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა. შარლ მიშელის თქმით, ბელარუსში კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა საყოველთაო დიალოგია.
„ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს ბელარუსში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბელარუსში არსებული კრიზისის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი და ინკლუზიური დიალოგითაა შესაძლებელი“, – წერს შარლ მიშელი.