შარლ მიშელი - უკიდურესად ვგმობ ალექსეი ნავალნის სამხედრო დონის ნერვული აგენტით გაჩუმების მცდელობას
შარლ მიშელი - უკიდურესად ვგმობ ალექსეი ნავალნის სამხედრო დონის ნერვული აგენტით გაჩუმების მცდელობას

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ფაქტს ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

„უკიდურესად ვგმობ ოპოზიციონერი ლიდერის, ნავალნის სამხედრო დონის ნერვული აგენტით გაჩუმების მცდელობას. რუსეთმა სრულად უნდა გამოიძიოს და სამართლიანობა უნდა აღდგეს“, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერზე“.