შარლ მიშელი - რუსეთი დონბასში კონფლიქტის მონაწილეა და არა შუამავალი
შარლ მიშელი - რუსეთი დონბასში კონფლიქტის მონაწილეა და არა შუამავალი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხდა, რომ რუსეთი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებას და ამიტომ, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ძალაში რჩება.

მიშელი ამბობს, რომ „რუსეთი დონბასში კონფლიქტის მონაწილეა და არა შუამავალი“.

„სამწუხაროდ, რუსეთმა მინსკის შეთანხმების შესრულების მიმართულებით, უკრაინის მსგავსად, პოზიტიური ნაბიჯები არ გადადგა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ეკონომიკური სანქციები კვლავ ძალაში რჩება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, დაუყონებლივ უზრუნველყოს, რომ ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინის მთავრობა ვერ აკონტროლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების მუშაობა აღდგეს.

დატოვე კომენტარი