შალვა პაპუაშვილი - და აი, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე საქართველო, ვერ გაერკვა, რას ნიშნავს ჭამა
შალვა პაპუაშვილი - და აი, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე საქართველო, ვერ გაერკვა, რას ნიშნავს ჭამა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ ფოტო-ვიდეომასალასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე წერს.

„და აი, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე საქართველო, ვერ გაერკვა, რას ნიშნავს ჭამა“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც, მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი. უწყება ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა.