შაკილ ო’ნილი – ტკივილს სიტყვებით ვერ გადმოვცემ
ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის გარდაცვალებას „ტვიტერზე“ მისი ყოფილი თანაგუნდელი, შაკილ ო’ნილი გამოეხმაურა. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრთან ერთად ბრაიანტმა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში „ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია“ (NBA) სამჯერ მოიგო.
„სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ტკივილს, რომელსაც განვიცდი. ტრაგედიამ ჩემი ძმის შვილი ჯიჯი და ძმა კობი ბრაიანტი შეიწირა. მიყვარხარ და მომენატრები. სამძიმარს ვუცხადებ ბრაიანტების ოჯახს და სხვა მგზავრების ოჯახებს. ახლა ძალიან ცუდად ვარ“, – წერს ო’ნილი.
There’s no words to express the pain Im going through with this tragedy of loosing my neice Gigi & my brother @kobebryant I love u and u will be missed. My condolences goes out to the Bryant family and the families of the other passengers on board. IM SICK RIGHT NOW pic.twitter.com/pigHywq3c1
— SHAQ (@SHAQ) January 26, 2020
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.