სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილია​ #1TVSPORT​
სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გიორგი წიტაიშვილია​ #1TVSPORT​

2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ დებიუტანტად გიორგი წიტაიშვილი აღიარეს – ეს „სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად გაირკვა.

გამოცემამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად საუკეთესო დებიუტანტიც გამოავლინა, რომლისთვისაც ექსკლუზიურად დამზადდა პრიზი – ხვედელიძის ფიგურა ბაადურ წულაძის ცნობილი ფილმიდან „ფეოლა“.

სეზონის საუკეთესო დებიუტანტის ნომინაციაში გამარჯვებული გიორგი წიტაიშვილი დაჯილდოებას ვერ დაესწრო და მისთვის განკუთვნილი ჯილდო მამამისს, ვეტერან ფეხბურთელს, კობა წიტაიშვილს გადაეცა. ღონისძიება სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.

გიორგი წიტაიშვილი 2019 წელს უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ფინალში კი მატჩის გმირად დაასახელეს. მან ტურნირზე 5 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის ფინალში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა.

გიორგიმ 2021 წელს საქართველოს პასპორტი დაიბრუნა და საქართველოს ნაკრებში უკვე 10 მატჩი ჩაატარა. წიტაიშვილი კიევის „დინამოდან“ პოლონეთის ჩემპიონ პოზნანისლეხში“ იჯარით თამაშობს.

დაჯილდოებას ვეტერანი ფეხბურთელები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების პარტნიორი თბილისის მერია გახლდათ.