„სევილიის“ დირექტორმა „სპორტინგიდან“ ქოჩორაშვილის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი კვლავ ელოდება „სპორტინგსა“ და „სევილიას“ შორის შეთანხმებას. „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე „სევილიის“ ოთხმილიონიანი შეთავაზება უარყო – ინფორმაციას გამოცემა „რეკორდი“ ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ანდალუსიაში გადასვლა სურს, თუმცა კლუბები ფინანსურ საკითხზე ვერ თანხმდებიან, ამ ეტაპზე ეს გარიგება ღიად რჩება. ქართველს „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, გამოსასყიდი თანხა კი 80 მილიონი ევროა.
„რეკორდის“ ცნობით, „სევილიის“ ახალი შეთავაზება ფეხბურთელის იჯარას და ოთხი მილიონი ევროს ოდენობის სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტს ითვალისწინებს. თანხა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ლისაბონურ კლუბს სურს, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.
გიორგი ქოჩორაშვილის შესაძლო ტრანსფერზე „სევილიის“ სპორტულ დირექტორს, ხოსე იგნასიო ნავაროს ჰკითხეს, მაგრამ მან საკითხი ღიად დატოვა.
„ახალი ფეხბურთელების ტრანსფერებზე ლა ლიგის პირველი ტურის თამაშის შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას. მოვიცადოთ და ყველაფერი გაირკვევა“, – განაცხადა ნავარომ პრესკონფერენციაზე.