„სეტონ ჰოლის“ მწვრთნელი – მამუკელაშვილმა მხრებზე შეგვისვა და ოვერტაიმში გაგვამარჯვებინა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ Big East-ის კონფერენციის 1/4 ფინალში „სტ. ჯონსი“ ოვერტაიმში 77:69 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ქართველმა ფრვარდმა 20 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
სანდროს როლზე „სეტონ ჰოლის“ მთავარმა მწვრთნელმა კევინ ვილარდმა ილაპარაკა:
„სტ. ჯონსთან“ თამაშამდე გვქონდა წაგებები, თუმცა ჩემმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ძლიერი მოწინააღმდეგეების ძლევა შეუძლია. სწორედ ამის შესახებ ველაპარაკები კალათბურთელებს და ამჯერადაც მაღალ დონეზე ითამაშეს. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართა. შემიძლია ვთქვა, მამუკელაშვილმა მეორე ტაიმში მხრებზე შეგვისვა და ოვერტაიმში გაგვამარჯვებინა“.
“Sandro put us on his back in the second half…coming here and getting a gutsy win is huge.”
Coach Willard talks to the @CBBonFOX crew after the big W! #HALLin 🔵⚪️ pic.twitter.com/CuKe48ltom
— Seton Hall Men’s Basketball (@SetonHallMBB) March 12, 2021
მატჩის შემდეგ კომენტარი სანდრო მამუკელაშვილმაც გააკეთა:
„ეს მარტია… უნდა გვახსოვდეს, რომ ახლა ყველა გუნდს შორის ანგარიში 0:0-ია. ჩვენ მატჩზე გამოვედით ერთადერთი მიზნით – ჩვენი მისია გამარჯვება და წინსვლა იყო.“

კონფერენციის 1/2 ფინალში „სეტონ ჰოლი“ „ჯორჯთაუნს“ დაუპირისპირდება. მატჩი 13 მარტს თბილისის დრით ღამის 3 საათზე დაიწყება.
ფოტო: gettyimages.com