მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - „სეტონ ჰოლმა“ მეოთხედფინალური შეხვედრა ოვერტაიმში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“  Big East-ის მეოთხედფინალურ შეხვედრაში „სტ. ჯონსსესტუმრა და დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა 77:69.

ქართველ კალათბურთელს ნამდვილად გამორჩეული სეზონი აქვს და ამას მამუკელაშვილი ყველა თამაშში ამტკიცებს. მან ამ შეხვედრაშიც ულიდერა თავის გუნდს და ორმაგი დუბლი მიითვალა. სანდროს ანგარიშზე 20 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასია.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, რადგან გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. პირველ ტაიმში „მეკობრეები“ ერთი ქულის უპირატესობით გავიდნენ წინ, მაგრამ მასპინძლებმა მეორე ნახევარი 30:29 მოიგეს და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც მამუკელაშვილის გუნდმა 8-ქულიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

შემდეგ ეტაპზე „სეტონ ჰოლი“ „ჯორჯთაუნს“ დაუპირისპირდება.