სეტ კარი - „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ დაცვითი თამაში დურანტის გარეშე უფრო რთულია
სეტ კარი - „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ დაცვითი თამაში დურანტის გარეშე უფრო რთულია

დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერია „გოლდენ სტეიტსა“ და „პორტლენდს“ შორის მიმდინარეობს. მოქმედმა ჩემპიონმა დღეს დილით „ბლეიზერსს“ მეორე მატჩიც მოუგო და სერიაში ანგარიშით 2:0 დაწინაურდა.

სტივ კერის გუნდს კევინ დურანტი ვერ ეხმარება, რომელმაც „ჰიუსტონთან“ წვივის ტრავმა მიიღო და ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესს გადის. კევინის არყოფნის პერიოდში გუნდში ლიდერობა კარიმ და ტომპსონმა იტვირთეს. კლეიმ ორი შეხვედრის ჯამში 50 ქულა ჩააგდო. სტეფმა პირველ მატჩში 36 ქულა დააგროვა, მეორეში კი 37. სტეფის ძმამ – სეტ კარიმ, რომელიც „პორტლენდის“ ღირსებას იცავს, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ დაცვითი თამაში დურანტის გარეშე ბევრად რთულია.

„მე ვფიქრობ, დურანტის გარეშე მათ წინააღმდეგ დაცვა ბევრად რთულია. ისინი კევინის გარეშე ბევრად სწრაფად გადაადგილდებიან. რა თქმა უნდა, დურანტის გარეშე „უორიორსი“ უკეთესი გუნდი არ არის, თუმცა მათ წინააღმდეგ დაცვითი თამაში ამ შემთხვევაში ბევრად გვიჭირს“, – განაცხადა მან.

მომდევნო, რიგით მესამე მატჩი, ორ გუნდს შორის 19 მაისს, უკვე პორტლენდში შედგება