სერხიო რამოსს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
სერხიო რამოსს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

„რეალის“ კაპიტანს, სერხიო რამოსს კორონავირუსი დაუდასტურდა, – იუწყება მადრიდული კლუბის პრესსამსახური. 

რამოსს ტრავმაც აწუხებს და ამის გამო,  „ელ კლასიკო“ კარიერაში პირველად გამოტოვა. მადრიდელთა კაპიტანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩსაც გამოტოვებს, რომელსაც „სამეფო კლუბი“ „ლივერპულთან“ ხვალ, 14 აპრილს გამართავს.

„სამეფო კლუბის“ რიგებს სერხიო რამოსი 2005 წელს შეუერთდა. მადრიდელებთან ერთად მან ესპანეთის ჩემპიონობა ხუთგზის იზეიმა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის თასი ოთხჯერ აღმართა.

მიმდინარე სეზონში რამოსმა 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის ავტორი გახდა. „რეალთან“ კონტრაქტი კი 35 წლის მცველს წელს ეწურება.