სერხიო აგუერო საავადმყოფოში მოხვდა და მას გულზე გამოიკვლევენ #1TVSPORT
სერხიო აგუერო საავადმყოფოში მოხვდა და მას გულზე გამოიკვლევენ #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი სერხიო აგუერო „ალავესთან“ მატჩის პირველ ტაიმში შეცვალეს.

არგენტინელმა მკერდში დისკომფორტი, აგრეთვე თავბრუსხვევა იგრძნო, სუნთქვა გაუჭირდა, ამიტომაც მინდორზე დაწოლა გადაწყვიტა. გასახდელში ფეხბურთელი ექიმებმა შეამოწმეს, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ამას სამედიცინო პროტოკოლი ითხოვს.

ამჟამად, არგენტინელი საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და გულზე გამოკვლევა ჩაუტარდება.