სერიალი გრძელდება - კვარაცხელიას მომავალი ახლა „ტოტენჰემს“ დაუკავშირეს #1TVSPORT
სერიალი გრძელდება - კვარაცხელიას მომავალი ახლა „ტოტენჰემს“ დაუკავშირეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგი სიახლე გავრცელდა, – Sky Italia იუწყება, რომ შესაძლოა, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის თავდამსხმელმა კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, კვარაცხელიათი „ტოტენჰემი“ დაინტერესდა. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიათი ინტერესდება „მილანი“, მაგრამ Sky Italia-ს ცნობით, იტალიური კლუბი ქართველ მოთამაშესთან კონტრაქტის ხელმოწერის ვარიანტს არ განიხილავს ამ ოპერაციის სირთულისა და „რუბინის“ დიდი მოთხოვნის გამო. იტალიელთა მტკიცებით, ყაზანური კლუბი 18 მილიონი ევროს მოითხოვს.

კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. რუსეთის პრემეირლიგის ბოლო სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყაზანურ კლუბში 23 მატჩი ჩაატარა, 6-ჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო სეზონის ბოლოს ზედიზედ მეორედ რუსეთის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.

გარდა ამისა, კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში რვა მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, მოიპოვა მოიპოვა პენალტები და ანგარიშზე საგოლე გადაცემებიც ჩაიწერა.

სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალიტრანსფერმარკტი“ ქართველი თავადსხმელის სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.