სერია A 2024 წელს საუკეთესო ლიგად გამოცხადდა, საქართველოს ჩემპიონატი 70-ე ადგილზეა და რუსეთს უსწრებს #1TVSPORT
სერია A 2024 წელს საუკეთესო ლიგად გამოცხადდა, საქართველოს ჩემპიონატი 70-ე ადგილზეა და რუსეთს უსწრებს #1TVSPORT

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა 2024 წელს საუკეთესო ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგი.

ტოპ-სამეულში მოხვდნენ იტალიის სერია A (1992 ქულა), ესპანეთის ლა ლიგა (1885) და ინგლისის პრემიერლიგა (1871). საინტერესოა, რომ უეფა-ს ხუთწლიან რეიტინგში, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნების წარმომადგენლობას ევროთასებზე, ყველაზე მაღლაა ინგლისი, მეორეა იტალია, მესამეზე – ესპანეთი.

IFFHS-ის რეიტინგის TOP10 ასე გამოიყურება:

  1. იტალია – 1992 ქულა
  2. ესპანეთი – 1885
  3. ინგლისი – 1871
  4. ბრაზილია – 1859
  5. გერმანია – 1606
  6. არგენტინა – 1184
  7. პორტუგალია – 1170
  8. საფრანგეთი – 1125
  9. ბელგია – 1095,5
  10. ნიდერლანდები – 1015

საქართველოს ჩემპიონატი რეიტინგში 70-ე ადგილზეა და უსწრებს რუსეთს (73) და ყაზახეთს (86).