სერგო კუხიანიძე - ბიჭებმა ნაკრებში კარგად მიმიღეს და ყველაფერში დამეხმარნენ #1TVSPORT
სერგო კუხიანიძე - ბიჭებმა ნაკრებში კარგად მიმიღეს და ყველაფერში დამეხმარნენ #1TVSPORT

სერგო კუხიანიძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლმა რუმინეთთან და ნიდერლანდებთან მატჩებისთვის გამოიძახა, ეროვნულ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.

„ჯვაროსნების“ დებიუტანტმა კომენტარი მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე გააკეთა.

„ჩემი გამოძახება მოულოდნელი იყო, ამას არ ველოდი, მაგრამ რადგან მწვრთნელებმა შემარჩიეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი ნდობა გავამართლო. ძალიან კარგი შეკრება გამოდის, ეს ვითარება ჩემთვის უცნობი არაა, რადგან 21-წლამდე ნაკრებში თამაშის გამოცდილება მაქვს. ადაპტაციის პროცესი მარტივად გავიარე, ბიჭებმა კარგად მიმიღეს და ყველაფერში დამეხმარნენ“.

შეგახსენებთ, რომ სერგო კუხიანიძე წყალტუბოს „სამგურალის“ პირველი ფეხბურთელია, რომელიც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. 21 წლის თავდამსხმელმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს რუმინეთთან (2 ივნისს) და ნიდერლანდებთან (6 ივნისს) გამართავს. ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.