სერგო კუხიანიძე - ნაკრებში გამოძახებაზე თავბრუ დამეხვა, ცრემლები წამომივიდა #1TVSPORT
სერგო კუხიანიძე - ნაკრებში გამოძახებაზე თავბრუ დამეხვა, ცრემლები წამომივიდა #1TVSPORT

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში წყალტუბოს „სამგურალის“ თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე გამოიძახა. ფრანგი სპეციალისტის ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

„ეს ამბავი რომ გავიგე, თავბრუ დამეხვა, ცრემლები წამომივიდა – ასეთი სიხარული არასოდეს განმიცდია. ვერც წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს ნაკრებში მიმიწვევდნენ… ან როგორ უნდა მქონოდა მოლოდინი“, – ამბობს სერგო კუხიანიძე.

სერგო კუხიანძე 22 წლისაა. ქუთაისის „ტოპედოსაღზრილი წყალტუბოს „სამგურალში“ 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში კუხიანიძემ 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. „სამგურალს“ მიმდინარე სეზონში 13 გოლი აქვს, საიდანაც კუხიანიძის ანგარიშზე გოლების 38 პროცენტია.

ეროვნული ნაკრები რუმინეთთან (2 ივნისს) და ნიდერლანდებთან (6 ივნისს) მატჩებისთვის მზადებას 24 მაისს დაიწყებს:

„ნაკრების შეკრებაზე 25 მაისს ჩამოვალ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ემოციაა. ყველანაირად ვემზადები, რომ სასურველ მდგომარეობაში შევხვდე. მაგრამ ჯერ საქართველოს თასის და ჩემპიონატის თამაშებია. ჯერ „სამგურალს“ უნდა დავეხმარო და იმედია, მერე ნაკრებშიც ვითამაშებ“.