სერგო ჩიხლაძე - არ არის გამარჯვების ფორმულა, ერთი პარტიის ან კოალიციის გარშემო მოხდეს ოპოზიციური ხმების მობილიზება, რამდენიმე ველი უნდა იყოს
სერგო ჩიხლაძე - არ არის გამარჯვების ფორმულა, ერთი პარტიის ან კოალიციის გარშემო მოხდეს ოპოზიციური ხმების მობილიზება, რამდენიმე ველი უნდა იყოს

არ არის გამარჯვების ფორმულა, ერთი პარტიის ან კოალიციის გარშემო მოხდეს ოპოზიციური ხმების მობილიზება, რამდენიმე ველი უნდა იყოს, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ.

ჩიხლაძემ კომენტარი გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ მიერ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარდგენასთან დაკავშირებით.

„ყველა ოპოზიციონერ კოლეგას ვუსურვებ წარმატებას, რადგანაც საერთო გამარჯვებისთვის ოპოზიციამ რაც შეიძლება მეტი ხმა უნდა აიღოს. მიგვაჩნია, რომ ოპოზიციურ ველზე ამომრჩეველი არ უნდა შევზღუდოთ, რომ ერთი პარტიის გარეშემო ან ერთი კოალიციის გარშემო მოხდეს ოპოზიციური ხმების მობილიზება. ეს არ არის გამარჯვების ფორმულა. გამარჯვების ფორმულა არის ის, რომ რამდენიმე კოალიციური ველი არსებობდეს ოპოზიციაში, რამდენიმე მიზიდულობის ცენტრი, რათა ყველანაირი გემოვნების მქონე ოპოზიციურმა ამომრჩეველმა ნახოს თავისი პარტია, ძალა, რომელსაც მისცემს ხმას. ზუსტად აქეთ მივდივართ ჩვენ, გვეყოლება ჩვენი კანდიდატები თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში, გვექნება ჩვენი სია და გვექნება ჩვენი პროგრამა, რომელსაც აგვისტოს ბოლოს წარვადგენთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.