„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და ელენე ხოშტარიას „დროამ“ დედაენის ბაღში თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

„ევროპულ საქართველოსა“ და „დროას“ 3-3 კანდიდატი ეყოლებათ, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ოთხი, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, არც ერთი, მათ მხოლოდ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ეყოლებათ.

„ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრიან: სამგორში – დათო ჟღენტი, ისანში – ბესო დონაძე, ჩუღურეთში – გიორგი ნონიაშვილი.

„დროადან“: გლდანში – ელენე ხოშტარია, ვაკეში – ბათუ ქუთელია, კრწანისში – თამაზ ახობაძე.

„გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“:​ დიდუბეში – ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევში – ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე – თენგიზ კირთაძე, საბურთალოზე – ბორის ყურუა.