სერგეი ლავროვი - ჩინეთს შეუძლია, მოაწყოს სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა
სერგეი ლავროვი - ჩინეთს შეუძლია, მოაწყოს სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა

ჩინეთს შეუძლია, მოაწყოს სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, ასეთი ნაბიჯი იქნება პეკინის მცდელობების გაგრძელება უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად.

„ჩვენ ვიზიარებთ ჩინეთის პოზიციას, რომ კონფლიქტის ძირეული მიზეზები, პირველ რიგში, უნდა განიხილებოდეს და დაცული იყოს ყველა მხარის სამართლებრივი ინტერესები შემდგომი შეთანხმებებით, რომლებიც დაფუძნებულია უსაფრთხოების თანაბარ და განუყოფელ პრინციპზე. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, ეს გულისხმობს ადგილზე არსებული რეალობის პატივისცემას, რომელიც ასახავს იქ მცხოვრები ხალხის ნებას“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა გააკრიტიკა აშშ უკრაინისთვის დახმარების მიწოდებისთვის და განაცხადა, რომ ვაშინგტონი „კიევის რეჟიმის დანაშაულის თანამონაწილე გახდა“.

„ისინი ცდილობენ, გვითხრან, რომ აშშ-სა და ნატო-ს უკრაინაში ვერაფერი შეაჩერებთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთ-ბელარუსული წვრთნები არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, დააფიქრებს ჩვენს ოპონენტებს და შეახსენებს მათ შემდგომი ბირთვული ესკალაციის კატასტროფული შედეგების შესახებ“, – განაცხადა ლავროვმა.