სერგეი ლავროვი – აშშ და მისი ნატოელი თანამგზავრები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკს, რაც სავსეა კატასტროფული შედეგებით

10:33, 13.07.2023

შეერთებული შტატები და მისი ნატოელი თანამგზავრები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკს, რაც სავსეა კატასტროფული შედეგებით. ფაქტს, რომ კიევს ეყოლება F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება, მოსკოვი აღიქვამს, როგორც მუქარას დასავლეთის მხრიდან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„უაღრესად საშიში განვითარების მხოლოდ ერთი მაგალითია აშშ-ის გეგმები F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების კიევის რეჟიმისთვის გადაცემის თაობაზე. ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ის ატომურ ძალებს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს, რომ რუსეთს არ შეუძლია, უგულებელყოს ამ თვითმფრინავების უნარი, ატარონ ბირთვული იარაღი“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გაჩენის ფაქტს რუსეთი დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში შექმნილ საფრთხედ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ახალ კოალიციას ქმნის, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებაში გაწვრთნის. კოალიციაში უკრაინასთან ერთად 11 ქვეყანა ერთიანდება: დანია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდების სამეფო, ლუქსემბურგი, ნორვეგია, რუმინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, შვედეთი და კანადა.

მსგავსი