სერენა უილიამსი კარიერის დასრულებას არ აპირებს
სერენა უილიამსი კარიერის დასრულებას არ აპირებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ მოტივაცია არ დაუკარგავს და კარიერის გაგრძელება უნდა. 36 წლის ჩოგბურთელმა პაუზა აიღო ფეხმძიმობის პერიოდში, ქალიშვილის დაბადების შემდეგ კი პირველი მატჩი მიმდინარე წლის მარტში ჩაატარა.

„მაშინაც კი, როცა თამაში არ შემეძლო, ფსიქოლოგიურად ვიყავი ამისთვის მზად. მუდმივად ვადევნებდი თვალს მატჩებს და ვრჩებოდი ჩოგბურთის ნაწილად. არასოდეს მიფიქრია კარიერის დასრულების შესახებ. ძველებურად მინდა ტურნირებზე გამოსვლა და მოგება. არ ვაპირებ კარიერის დასრულებას აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ. ვითამაშებ „დიდი სლემის“ მომდევნო ტურნირზე, შემდეგ კიდევ ერთზე და ასე შემდეგ. გაჩერება არ მინდა“, – მოჰყავს Daily Mail-ს უილიამსის სიტყვები.

სერენა უილიამსი პროფესიულ ტურში 1995 წლიდან გამოდიოდა. ამ დროის განმავლობაში მან მოიგო WTA-ს 72 ტურნირი, მათ შორის „დიდი სლემის“ 23 ჩემპიონატი.