სერჟ გნაბრი კორონავირუსით დაავადდა

08:48, 21.10.2020

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი სერჟ გნაბრი კორონავირუსით არის ინფიცირებული. გერმანიის ჩემპიონის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა დადებითი ტესტი ჩააბარა.

ფეხბურთელი იზოლირებულია და საკუთარ სახლში გადის კარანტინს, – იტყობინება გერმანული კლუბის პრესსამსახური.

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გნაბრიმ ოთხი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

მსგავსი