სექტემბრის შესარჩევ მატჩებში NBA-ის 18 კალათბურთელი ითამაშებს
სექტემბრის შესარჩევ მატჩებში NBA-ის 18 კალათბურთელი ითამაშებს

ეროვნული ნაკრებები მალე გააგრძელებენ ბრძოლას მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. სექტემბრის მატჩებში მონაწილეობა შეუძლიათ NBA-ის კლუბების კალათბურთელებს.

ზოგიერთმა ვარსკვლავმა უარი თქვა ნაკრებში თამაშზე – იანის ანტენტოკუნმპომ, ნიკოლა იოკიჩმა, იონას ვალანჩუნასმა და სხვებმა.

საბოლოოდ, NBA-დან ევროპულ ნაკრებებში 18 კალათბურთელი იქნება წარმოდგენილი და მათი სია ასე გამოიყურება:

ხორვატია: დარიო შარიჩი (“ფილადელფია”), ბოიან ბოგდანოვიჩი (“ინდიანა”), ანტე ჟიჟიჩი (“კლივლენდი”), ივიცა ზუბაცი (“ლეიკერსი”);
თურქეთი: ჩედი ოსმანი (“კლივლენდი”), ერსან ილიასოვა (“მილუოკი”), ფურქან ქორქმაზი (“ფილადელფია”);
გერმანია: დენის შრიოდერი (“ოკლაჰომა”), მაქსი კლებერი (“დალასი”);
ბოსნია: იუსუფ ნურკიჩი (“პორტლენდი”), ჯანან მუსა (“ბრუკლინი”);
უკრაინა: ალექსეი ლენი (“ატლანტა”), სვიატოსლავ მიხალიუკი (“ლეიკერსი”);
სერბეთი: ბოგდან ბოგდანოვიჩი (“საკრამენტო”), ნემანია ბიელიცა (“საკრამენტო”);
საფრანგეთი: ნიკოლა ბატუმი (“შარლოტი”);
საბერძნეთი: ტაილერ დორსი (“ატლანტა”);
ჩეხეთი: ტომაშ სატორანსკი (“ვაშინგტონი”).