სენსაციების დღე NBA-ში [ვიდეო]

დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამართული ოთხი მატჩიდან, ყველა მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

წააგო „გოლდენ სტეიტმა“ – მოქმედი ჩემპიონი დენვერთან „პეპსი ცენტრში“, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ამ თამაშში ყველაფერი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა. მასპინძლები ორი ქულის სხვაობით ლიდერობდნენ. „უორიორზსს“ შვიდი წამი ჰქონდა დარჩენილი ბოლო შეტევისთვის. სტუმრებმა, ფარქვეშ სასროლ პოზიციაზე დემიენ ჯონსი დატოვეს, რომელსაც ხუანჩო ერნანგომესმა ბრწინვალე სტილში დაუფარა და „ნაგეტსის“ გამარჯვება დაფიქსირდა 100-98. დენვერელებს, კვლავ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა. სერბმა ცენტრმა 23 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი გააკეთა. სტუმართა შორის, სტეფ კარი გამოირჩა 30 ქულით. აღსანიშნავია, რომ გოლდენ სტეიტმა მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო.

ზედიზედ მესამე თამაში წააგო ოკლაჰომამ. „სითი თანდერსს“ რასელ უესტბრუკი დაუბრუნდა, თუმცა ლიდერის დაბრუნებამ, ბილი დონოვანის გუნდს ვერ უშველა. „ოქეისი“ საკრამენტო „კინგზთან“ 120-131 დამარცხდა. უესტბრუკმა სეზონის სადებიუტო შეხვედრაში სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. უკანახაზელმა  32 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. „სითი თანდერი“ მიმდინარე სეზონში, ჯერჯერობით მოგების გარეშეა.

კლივლენდი-ატლანტა 111-133
კლიპერსი-ჰიუსტონი 115-112