სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი სენატს მოუწოდებს, ლინდსი გრემის ხსოვნის პატივსაცემად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული კანონპროექტი მიიღოს
აშშ-ის დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი სენატს მოუწოდებს, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული კანონპროექტი. მისი თქმით, ეს გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის ხსოვნისთვის ღირსეული პატივისცემის ნიშანი იქნებოდა.
„ბოლოს როდესაც ვესაუბრე, ისეთი ენთუზიაზმითა და შემართებით იყო სავსე, როგორიც არასდროს მინახავს. სანქციების შესახებ კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღება მისი ხსოვნისთვის ღირსეული პატივისცემის ნიშანი იქნებოდა“, – განაცხადა ბლუმენთალმა.
ბლუმენთალმა გაიხსენა გრემთან ხანგრძლივი საუბარი მას შემდეგ, რაც მათ ტრამპის ადმინისტრაციასთან მიაღწიეს შეთანხმებას სანქციების შესახებ კანონპროექტის წინსვლის თაობაზე.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, ყველამ კარგად ვიმუშავეთ“, – იხსენებს ბლუმენთალი გრემის სიტყვებს.
ცნობისთვის, სენატორების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს მაღალი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ურანის იმპორტს ახორციელებენ.