სავალუტო ფონდის ბორდმა საქართველოსთვის 41.4 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება დაამტკიცა
სავალუტო ფონდის ბორდმა საქართველოსთვის 41.4 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებას და ქვეყნისთვის 41.4 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას.

ბორდმა საქართველოს პროგრამის ერთი წლით, 2021 წლის 11 აპრილამდე გაგრძელებასაც დაუჭირა მხარი.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ნეგატიური შოკების წინაშე მდგრადი აღმოჩნდა, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი მცირდება. თუმცა, ჟანგი მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს რისკები, რომელიც საშინაო და საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირდება და შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ინვესტიციებზე.