საუდის არაბეთის ოთხი კლუბი ზაფხულში დე ბრუინისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
საუდის არაბეთის ოთხი კლუბი ზაფხულში დე ბრუინისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველით, კევინ დე ბრუინით დაინტერესებულნი არიან საუდის არაბეთის კლუბები, – წერს გაზეთი The Times-ი.

წყაროს ცნობით, ბელგიელი ფეხბურთელის გადაბირება სურს ლიგის ოთხ წამყვან გუნდს, რომლებიც აპირებენ მეტად მომგებიანი წინადადებით მიმართონ ინგლისის ჩემპიონს. სავარაუდოდ, ეს კლუბებია: „ალ-იტიჰადი“, „ალ-აჰლი“, „ალ-ნასრი“ და „ალ-ჰილალი“.

აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მზად არის იმისთვის, რომ ზაფხულში მას საუდის არაბეთიდან მსხვილი წინადადებით მიმართავენ.

ამ სეზონში დე ბრუინმა ყველა ტურნირზე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი მოქმედება შეასრულა.