საუდის არაბეთის მეორე დივიზიონის ლიდერი დე ბრუინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
საუდის არაბეთის მეორე დივიზიონის ლიდერი დე ბრუინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

უცხოური პრესის შეფასებით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს სეზონი ბოლო იქნება „მანჩესტერ სიტიში“ ბელგიელი კევინ დე ბრუინისთვის და ნახევარმცველს კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი გაუჩნდა.

ფრანგული ინტერნეტგამოცემის, Foot Mercato-ს ცნობით, დე ბრუინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს საუდის არაბეთის მეორე ლიგის გუნდი „ნეომი“.

ეს კლუბი ბელგიელ ფეხბურთელში ხედავს თავისი განვითარების პროექტის ცენტრალურ ფიგურას. „ნეომი“ საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გუნდია. ის წარმოადგენს ულტრათანამედროვე ქალაქ ნეომს, რომელიც მშენებლობის პროცესშია.

დღეისთვის „ნეომი“ ლიდერობს საუდის არაბეთის მეორე დივიზიონს. ამ გუნდში თამაშობს ეგვიპტური ფეხბურთის ლეგენდა აჰმედ ჰეგაზი, ასევე „ვესტ ჰემისა“ და „ლიონის“ ყოფილი გარემარბი საიდ ბენრაჰმა.

დე ბრუინის მოქმედი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2025 წლის ზაფხულში იწურება.