საუდის არაბეთის ლიგამ თითქმის 2.5 მილიარდი დოლარი დაკარგა კრიშტიანო რონალდოს ბოიკოტის გამო #1TVSPORT
საუდის არაბეთის ლიგამ თითქმის 2.5 მილიარდი დოლარი დაკარგა კრიშტიანო რონალდოს ბოიკოტის გამო #1TVSPORT

ტელეკომპანია FOX Sports-მა გადაწყვიტა, შეწყვიტოს საუდის არაბეთის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება „ალ-ნასრის“ ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს ბოიკოტის ფონზე მიიღო, – ამის შესახებ დაწერა პორტალმა Speedline-მა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი საუდის არაბეთის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში არ გავიდა მოედანზე ბოიკოტის გამო. ადრე იტყობინებოდნენ, რომ რონალდო უკმაყოფილოა ქვეყნის სუვერენული ფონდის მუშაობით, კერძოდ, ფეხბურთელს მიაჩნია, რომ „ალ-ნასრში“ არასაკმარისი თანხები იხარჯება და უპირატესობა მის კონკურენტს – „ალ-ჰილალს“ ენიჭება.

წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის ჩემპიონატმა FOX Sports-ის გადაწყვეტილების გამო უკვე დაკარგა დაახლოებით 2.4 მილიარდი დოლარი, რომელიც ლიგის გლობალურ მედია და კომერციულ პროექტებს უკავშირდება. სიტუაცია, შესაძლოა, გარდამტეხ მომენტად იქცეს საუდის არაბეთის პროფესიული ლიგის საერთაშორისო იმიჯისთვის.

ამ კვირას გაჩნდა ინფორმაცია, რომ რონალდომ, შეიძლება, დატოვოს საუდის არაბეთის ლიგა და MLS-ში გადავიდეს ან ევროპაში დაბრუნდეს.