სასტუმრო „რუმსში“ მარკირებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

13:51, 15.11.2018

სასტუმრო „რუმსში“ მარკირებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.

საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-თან ერთად მომზადდა.

7-წუთიან ვიდეორგოლში დეტალური ინფორმაციაა მარკირებული ბილიკების შესახებ, რომელიც მოგზაურს გადაადგილებასა და საჭირო ცნობების მიღებაში დაეხმარება.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს რვა რეგიონი შეისწავლა და 190-მდე საფეხმავლო ბილიკი მოიკვლია. მალე დასრულდება პანკისის ხეობის 12 და ზემო სვანეთის 35 ბილიკის შესწავლაც.

მოკვლევის პარალელურად ხდება ბილიკების მონიშვნა. 2016-2017 წლებში, სამეგრელო – ზემო სვანეთისა და რაჭა ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონებში მოინიშნა და ინფრასტრუქტურულად მოეწყო 33 ბილიკი და შეიქმნა 60-ზე მეტი მარშრუტი, რომელთა საერთო სიგრძემ 722 კმ. შეადგინა.
ყველა ბილიკი  ეროვნული სტანდარტის მიხედვით მოინიშნა, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის და პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით შეიქმნა.

მსგავსი