სასტუმრო „რედისონში“ ირაკლი კოვზანაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმრო „რედისონში“ ირაკლი კოვზანაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის – Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development (გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე) პრეზენტაცია  გაიმართა.

ავტორის განცხადებით, აშშ-ში გამოცემულ წიგნში განხილული და გაანალიზებულია გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების გამომწვევი მაკროეკონომიკური, ინსტიტუციონალური და სტრუქტურული ფაქტორები. ამავე დროს, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებსა და მდიდარ, სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით წარმოდგენილია მათი დაძლევის გზები და მოდელები.

წიგნის პრეზენტაციას აკადემიური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაესწრნენ. კოვზანაძის თქმით, წიგნი ყველა უნივერსიტეტსა და ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადაეცემა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაეცნოს მას.