სარდალიშვილისა და ჯერალდოს გოლებით „შუქურამ“ „თელავთან“ სამი ქულა მოიპოვა #1TVSPORT
სარდალიშვილისა და ჯერალდოს გოლებით „შუქურამ“ „თელავთან“ სამი ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩში ქობულეთის „შუქურამ“ „თელავს“ ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ უმასპინძლა და მეტოქის წინააღმდეგობა მხოლოდ ბოლო წუთებზე დაძლია. 

თამაში ქობულეთელების უპირატესობით დაიწყო და მეექვსე წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლოთ. მიშიკო სარდალიშვილისა და გიორგი ჩელაბაძის წამოწყებული შეტევის დაგვირგვინებას შალვა ექვთიმიშვილი შეეცადა და „თელავი“ ძელმა გადაარჩინა.

მე-16 წუთზე უკვე „შუქურა“ გადარჩა. ლაშა შერგელაშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ რატი არდაზიშვილი გაიხსნა, მაგრამ მცველი გიორგი კალანდია და მეკარე ლუკა შეროზია გადაეღობნენ. მალე კი შოთა შეყილაძემ ლამის მოედნის ცენტრიდან დაინახა კარიდან გამოსული მეკარე, მაგრამ შეროზიამ ბოლო მომენტში რეაგირება მოახერხა და „შუქურა“ ისევ გადარჩა.

შეხვედრის ბედი ბოლო 13 წუთში ამ გუნდის მთავარმა ბომბარდირებმა გადაწყვიტეს. 77-ე წუთზე ქობულეთელთა შემტევი მიშიკო სარდალიშვილი საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შევიდა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. ხუთ წუთში კი ქობულთელთა სწრაფი კონტრშეტევისას ლევან ინგოროყვამ კარის წინ ჯეფერსონ ჯერალდო დატოვა, რომელმაც „თელავის“ კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 2:0 „შუქურას“ სასარგებლოდ.

ცხრა ტურის შემდეგ „შუქურამ“ 12 ქულა დააგროვა და დარჩენილი მატჩების მიუხედავად, პირველ წრეს ამ პოზიციაზე დაასრულებს. „თელავი“ კი ექვსი ქულით დარჩა და ქუთაისის „ტორპედოს“ (5 ქულა) აქვს შანსი, რომ „სამგურალთან“ (6 ქულა) მოგებით ორივე ამ გუნდს გადაასწროს.

„შუქურა“ – „თელავი“ 2:0

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (77), 2:0 ჯეფერსონ ჯერალდო (82. ინგოროყვას პასით)

17.04. 2021. ზესტაფონი. „დავით აბაშიძე – არენა“

„შუქურა“: ლ. შეროზია – ფარტენაძე, რეხვიაშვილი, კალანდია, ხმალაძე – გურეშიძე (89. გოგიტიძე), ექვთიმიშვილი (86. ჯინჭარაძე) – ჯეფერსონ ჯერალდო (89. მუჯირი), ჩელებაძე (70. ინგოროყვა), სარდალიშვილიმუსელიანი (86. ვერულიძე)

„თელავი“: ჩოჩიშვილი – მარაქველიძე, ზ. თევზაძე, ფაცაცია – ც. კაპანაძე (69. ლ. კოხრეიძე), მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე, შერგელაშვილიინჯგია, შეყილაძე (78. ნ. ბაშალეიშვილი), არდაზიშვილი

მთავარი არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილებები: რეხვიაშვილი (36), მარაქველიძე (47), შერგელაშვილი (48)