საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა.

კერძოდ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში წარმოებულია 193 მილიონი ლიტრი რძე, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.8 პროცენტით აღემატება.

ხორცის წარმოებამ 15.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 151.1 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.4 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მეორე კვარტალში შემცირებულია საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხვრის ექსპორტი, ფრინველის ექსპორტი კი გაზრდილია.

დატოვე კომენტარი