საქართველოში პირველ ადგილზე პოლიტიკაა, რაც არ მომწონს - კაშიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ხალხის არშეშვება გაიხსენა #1TVSPORT
საქართველოში პირველ ადგილზე პოლიტიკაა, რაც არ მომწონს - კაშიამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ხალხის არშეშვება გაიხსენა #1TVSPORT

ბრატისლავისსლოვანის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცელ ინტერვიუში გურამ კაშიამ ბევრ თემაზე ისაუბრა – მაგალითად იმაზე, რა არ მოსწონს საქართველოში, რატომ სურდა ყველას ამერიკაში წასვლა.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ასევე გაიხსენა ვლადიმირ ვაისის საქართველოს ნაკრებში მუშაობის ყველაზე დრამატული დღე – 2020 წლის 12 ნოემბერს დაკარგული ისტორიული შანსი, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩი წააგო.

„90-ან წლებში საქართველოში ყველას ამერიკაში წასვლა უნდოდა. ეს „ამერიკული ოცნება“ იყო. მეც მინდოდა, ჩემთვის ახალი მსოფლიო აღმომეჩინა, ახალი კულტურა გამეცნო… ტემპით და სისწრაფეებით ნიდერლანდებზე წინ არიან. ეს გასაკვირია, მაგრამ ფაქტია. ფეხბურთი ამერიკაში სპორტის პირველი სახეობა არაა, მაგრამ ლიგის მარკეტინგი მაგრად მუშაობს.

ამერიკაში სპორტს 24 საათის განმავლობაში აჩვენებენ , ამერიკაში ბევრი ჩადის ლათინური ამერიკიდან, მათ ფეხბურთი ძალიან უყვართ. საქართველოში კი პირველ, მეორე და მესამე ადგილზე პოლიტიკა დგას. ეს მე არ მომწონს.

ნაკრებში უკვე 92 მატჩი ჩავატარე, 8 დამრჩა. ასე რომ, ოფიციალურად შემიძლია მალე საქართველოში ლეგენდა გავხდე. ნაკრებში 8 თამაშის ჩატარებას ერთი წელი მაინც სჭირდება. ვფიქრობ, შემიძლია ამის გაკეთება.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში გავიცანი. მასთან ერთად დიდ მიღწევასთან ახლოს ვიყავით. ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების შემთხვევაში ევრო 2020-ზე მოვხვდებოდით.

ეს ჩემი კარიერის შავი ლაქაა. მაშინ ათასობით ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული პოლიტიკური ამბების გამო, თუმცა სტადიონზე ხალხი არ დაუშვეს. ჩვენ მხარდაჭერა არ გვქონდა… თუმცა ეს უკვე წარსულია, მომავალზე უნდა ვიფიქროთ“.