საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის საფეხბურთო ტურნირი გაიმართება
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარომადგენლის აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ფეხბურთი მშვიდობისთვის“, 2019 წლის 19-20-21 აპრილს გამართავს 3 დღიან საფეხბურთო ფესტივალს საქრთველოში მცხოვრები 12-დან 14 წლამდე ასაკის ეთნიკური უმცირესობების: სომხების, აზერბაიჯანელების, თურქების, უკრაინელების, ასევე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოზარდებთან და იძულებით გადაადგილებული ბავშვებისგან შემდგარ საფეხბურთო გუნდებს შორის. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მასშტაბებისა და მიზნებიდან გამომდინარე შეხვედრები გაიმართება საზღვირსპირა საოკუპაციო დასახლების – მეჯვრისხევის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე.
ფესტივალი მიზნად ისახავს უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული ასპექტების წინ წამოწევას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მასობრივი ფეხბურთის ხელშეწყობას, ხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღვივებასა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ფესტივალის განმავლობაში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ახაგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდები სამი დღის განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას ამხანაგურ მატჩებში და ფინალური შეხვედრის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცემა გარდამავალი თასი და მიიღებს პარტნიორებისა და ორგანიზატორებისგან დაწესებულ პრიზებს.
ამასთან, ფესტივალის მიმდინარეობისას წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით შედგება კულტულური აქტივობები რეგიონის მასშტაბით.
პროექტის მხარდამჭერია: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის აპარატი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი; გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „შერიგებისთვის”; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.