საქართველოს შემადგენლობა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს შემადგენლობა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე

20-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, პოლონეთის ქალაქი ზამოსცი 20 და 23 წლამდე ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ის შემადგენლობა დაასახელეს, რომელიც კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს.

20 წლამდე ძალოსანთა პირველობაზე საქართველოს გაორებული 85 კგ. წონითი კატეგორია აქვს, აქ ფიცარნაგზე რევაზ კაკაბაძე და ირაკლი ჩხეიძე გამოვლენ. 77კგ-ში გიგი პატარაშვილი, ხოლო 105 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე მოსინჯავს ძალებს.

გოგონათა შეჯიბრზე საქართველოს 90 კგ. წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი წარადგენს. ვაჟთა შორის კი გოდერძი ბერდელიძე და გიორგი დოკვაძე (62 კგ), გოგა ჩხეიძე (69 კგ), ირაკლი გაბრიჭიძე (77 კგ), ანტონ პლესნოი (94 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), გიორგი ჩხეიძე და ბაქარ თურმანიძე (+105 კგ) გამოვლენ.